ტრენინგი - სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები

15 ოქტომბერი 2018

4 ნოემბერს „სამართლის სკოლის“ ორგანიზებით, გაიმართება ერთ დღიანი ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები“. 

ტრენინგი ა კ რ ე დ ი ტ ი რ ე ბ უ ლ ი ა ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის მიერ. (ტრენინგის გავლის შედეგად ადვოკატები მიიღებენ 2 კრედიტს). 

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაარსება და ისტორია; 
სასამართლოს იურისდიქცია; 
სასამართლოსადმი მიმართვის პროცესუალური საკითხები; 
საჩივრის განხილვის ზოგადი დებულებანი;
სასამართლო შემადგენლობა და ფუნქციონირების თავისებურებანი. 
თეორიული მასალა გაჯერებული იქნება პრაქტიკული მაგალითებით.

ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 

ტრენინგს წაუძღვება - ლადო მაჭარაშვილი 
ტრენერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

ტრენინგების ჩატარების დრო: 4 ნოემბერი, 2018 წ. 12:00-14:00 საათი 
ტრენინგების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი ო.ონიაშვილის ქ. №34
ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 50 ლარი
რეგისტრაციის და საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 2018 წლის 29 ოქტომბერი.

მონაწილეობისათვის შეავსეთ აპლიკაცია. 

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:
სს „თიბისი ბანკი“ 
ბანკისკოდი: TBCBGE22
ა/ა GE33TB7515136020100003
დანიშნულება: ტრენინგი ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის წესი და პროცედურები“ - მონაწილე პირის სახელი და გვარი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატები. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
555 67 00 77 
Infoedubarristers@gmail.com

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი